გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შინდისში, მეჯვრისხევში, დიცსა და დვანში მოწეული მოსავლის სტენდები თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების სივრცეებში განთავსდა.
,,ისთ პოინტის", ,,თბილისი მოლის“ და ,,ზღაპრის" ქსელის მარკეტებში რამდენიმე დღეა წარმოდგენილია სტენტი - ,,გმირობის ნაყოფი", სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია ხდება.
,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი USAID-ის, Zinc Network-ის და IDFI-ის დახმარებით განხოციელდა.