კულტურა
18.10.2022 10:01
გორში ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა გუნდი იქმნება
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, გორში, ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა გუნდი იქმნება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მოსწავლეებმა შესარჩევი ეტაპი გუნდში ჩასარიცხად 21 და 22 ოქტომბერს უნდა გაიარონ.
„გუნდს უხელმძღვანელებს ცნობილი ლოტბარი და დირიჟორი გიორგი საძაგლიშვილი. მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში 16:00 საათზე. მოსმენაზე ველით 6-დან 14 წლამდე ასაკის ბიჭებს“, - აცხადებენ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები