13-16 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს 29-ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა ვლადიმერ ჯანაზაშვილის ხელმძღვანელობით.
ქვეყნის ჩემპიონატი ჩატარდა დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებსა და უმცროს ჭაბუკებში.
გორელმა კიკბოქსიორებმა 4 ოქროს და 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს.
ოქროს მედლები წილად ხვდათ: ლუკა თოფჩიშვილს (57 კგ.), ლუკა ყეინაშვილს (63,5 კგ. ახალგაზრდებს შორის), თორნიკე გიკაშვილს (71 კგ. დიდები) და დათა გელაშვილს (63,5 კგ. ჭაბუკები).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: თამაზ მამულაშვილი (42,5 კგ. უმცროსი ასაკი), გიორგი ავანაშვილი (60 კგ.), ილია ვალიშვილი (71 კგ. დიდები).
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს