გორის მუნიციპალიტეტმა მხატვრული რეწვის და დიზაინის რიგით მეოთხე საერთაშორისო სამიტ „ეთნოფესტი 2022“-ში მიიღო მონაწილეობა. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ, სამიტზე წარდგენილი იყო ტიხრული მინანქრის და კერამიკის ნამუშევრები, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ჩართულიყო კერამკის ნაწარმის დამზადების მასტერკლასშიც.
სააგენტოს ინფორმაციით, სამიტის დასკვნით გამოფენაზე, მონაწილეები ექვს ნომინაციაში დააჯილდოვეს. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელმა გივი ტატულაშვილმა „საუკეთესო კერამიკოსის“ წოდება მიიღო.
„ღონისძიების მიზანი გახლდათ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ხელოვანთა პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური მდგრადობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სამიტს საგამოფენო ცენტრმა Expo Georgia-მ უმასპინძლა. მასშტაბურ გამოფენაში 7 ქვეყნის (საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, სომხეთის, უკრაინისს, ჩეხეთის და ნიდერლანდის) 150-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.