კულტურა
17.10.2022 12:13
ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავსთან დაკავშირებით, გორის თეატრში მაყურებელი „განდეგილს“ იხილავს
ხვალ, 18 ოქტომბერს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მაყურებელი ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ იხილავს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის თეატრი გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგება, კულტურის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა და ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავს უკავშირდება.

სპექტაკლის რეჟისორი გიორგი თავაძეა. პროექტში კი, რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია, ჯანო იზორია, ანი ამილახვარი, გორის ქალთა კამერული გუნდი და თეონა ცირამუა მონაწილეობენ.
წარმოდგენა 20:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები