გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი.
17 ოქტომბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, ჰაერი კი +18 გრადუსამდე გათბება. დღის მეორე ნახევარში, 17 საათიდან, მოსალოდნელია ნალექი.
+19 გრადუსია ნავარაუდევი გორში 18 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, 13 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანობა და მცირე ნალექი, 14 საათიდან კი გამოიდარებს.
+18 გრადუსი და ნაწილობრივ ღრუბლიანობაა ნავარაუდევი 19 ოქტომბერს, საღამოს, 20 საათიდან კი, მოსალოდნელია წვიმა.
პერიოდულად ღრუბლიანობა და მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე მცირე ნალექია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს, ჰაერი კი დღისით +19 გრადუსამდე გათბება.
მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა, +14 გრადუსი და ნალექია ნავარაუდევი გორში 21 ოქტომბერს.
22-დან 27 ოქტომბრამდე კი, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო, პერიოდულად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22 ოქტომბერს მხოლოდ +12 გრადუსს მიაღწევს, 23, 24, 25 და 26 ოქტომბერს კი, 14, 15, 17 და +18 გრადუსს.