საზოგადოება
17.10.2022 10:47
დაჯილდოვების პროგრამის ფარგლებში, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის მერიაში დოკუმენტების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას გორის მერიაში 25 ოქტომბრამდე შეძლებენ. მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, სტუდენტებს, რომლებმაც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100% -იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, გორის მერია დააჯილდოებს.

წარმატებული სტუდენტების წახალისება „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოვების 2022 წლის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ინიციატივა ეხება სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;

დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
  • ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი.
  • დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);

საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე, მობ: 599 85 17 47;

კვირის ამბები