სპორტი
13.10.2022 15:51
ევროპის ჩემპიონატზე გორელმა სუმოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ესტონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 18 წლამდელებს შორის გორელმა სუმოისტებმა ლუკა ავაზაშვილმა და დავით აბალაკმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, 18 წლამდელებს შორის ავაზაშვილმა საუკეთესოდ იასპარეზა როგორს მძიმე, ისე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

დავით აბალაკი კი - 16 წლამდელთა შორის მძიმე წონაში ბრინჯაოს, ხოლო აბსოლუტურში ასპარეზობისას ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენის მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა. ასევე, ლუკა ავაზაშვილი ევროპის ჩემპიონი 18 წლამდელებს შორის მეორედ გახდა. პირველად ამ ტიტულს გასულ წელს პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაეუფლა.
კვირის ამბები