გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე საგზაო მონიშვნებისა და ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს საგზაო მონიშვნის 156 ლოკაციაზე დახაზვას და საგზაო ნიშნის 63 გაჩერებაზე მოწყობას.
შესაბამის სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 38 390 ლარია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ