14 ოქტომბერს მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
როგორც „გორის მაცნეს“ უწყებაში განუცხადეს, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 14 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება სვეტიცხოვლობის დღესასწაულს უკავშირდება.
უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში შაბათს, 15 ოქტომბერს განაახლებს.