სპორტი
13.10.2022 11:59
სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი და მისი მწვრთნელები სიგელებით დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი და მისი მწვრთნელები მადლობის სიგელებით დააჯიდლოვა.

ლევან დემუროვმა (54 კგ.) ბრინჯაოს მედალი გასულ კვირას იტალიის ქალაქ მონტესლივანოში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.

გორის, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სკოლის აღზრდილი სპორტსმენი (პირადი მწვრთნელი ავთანდილ შოშიაშვილი) წლევანდელი წლის საქართველოს ჩემპიონიცაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებს, გორის კრივის ამავე სკოლის მწვრთნელი, ბექა ლობჟანიძე ხელმძღვანელობს და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჯამში 4 მედლით დაასრულა. დემუროვის ბრინჯაოს გარდა, შეჯიბრებაზე კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია მოპოვებული.

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა მედლოსან მოკრივეს და მის მწვრთნელებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სიგელებიც გადასცა.

კვირის ამბები