ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცენდენტო რაოდენობა გვაქვს გასულ წელს და წელს, 132-ზე მეტი პირია დაკავებული და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ინიციატორი საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც 10 წლიდან იწყება თავისუფლების აღკვეთა ნარკოგამსაღებლის წინააღმდეგ, როდესაც ის ამ ქმედებას ჩაიდენს. გარდა ამისა, გასულ წელს და წელს, გვაქვს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცენდენტო რაოდენობა.
132-ზე მეტი პირია დაკავებული და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული და ეს იმ პირობებში, როდესაც, ნარკორეალიზატორი რომ პასუხისგებაში მიეცეს, საჭიროა ძალიან მაღალი დონის მტკიცებულებები, მათ შორის, გადაღებული ფაქტი უშუალოდ ნარკოტიკის გასაღების და ა.შ. ჩვენ ამ მტკიცებელებითი სტანდარტის პირობებში მოვახერხეთ 132 პირზე მეტის პასუხისგებაში მიცემა, რაც, ვფიქრობ, რომ ჩვენს ეფექტურობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გორში ყოფნისას.