საზოგადოება
12.10.2022 17:15
ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით - შსს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების ჩართულობა, რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება და ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს, - ამის შესახებ საქართველოშ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოჯახში ძალადობის ფაქტების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გატარებული ღონისძიებების პარალელურად, ხორციელდება საკანონმდებლო ბაზის ანალიზი იმისთვის, რომ განხორციელდეს საჭირო ცვლილებები და მოქმედება იყოს ძალიან ეფექტური.

,,პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უმძიმესი ფაქტები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ. იმისთვის, რომ ეს ბრძოლა იყოს ეფექტური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა, იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს ეფექტური, აუცილებელია, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლა, იყოს სათანადოდ მობილიზებული და მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს“, - აღნიშნა დარახველიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ძალზე მნისვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და პოლიციის დროული ინფორმირება.

,,მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების ჩართულობა, რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება და ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს.

უნდა აღინიშნოს შსს-ს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანის უფლებების დეპარტამენტის როლზე ყურადღების გამახვილება, რომელიც 24/7 ზე ახორციელებს ამ დანაშაულების მონიტორინგს, ასევე ჩვენ გვაქვს ჩუმი განგაშის ღილაკი, რომელიც 112-ის ბაზაზე მოქმედებს და მსხვერპლს შეუძლია პოლიციაში დარეკვის გარეშე გამოიძახოს პოლიცია და ადგილზე გამოვცხადდებით და შესაბამის ზომებს მივიღებთ. ასევე დავნერგეთ ელექტრონული სამაჯურის სისტემა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ მსხვერპლის და მოძალადის მიახლოება ვაკონტროლოთ, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, გასაკეთებელია ძალიან ბევრი.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ამ სამაჯურების გამოყენების რაოდენობა. გარდა ამისა, ვახორციელებთ საკანონმდებლო ბაზის ანალიზს იმისთვის, რომ განხორციელდეს საჭირო ცვლილებები და მოქმედება იყოს ძალიან ეფექტური და რაც მთავარია, მოხდეს პოლიციელების გადამზადება, რათა დაზარალებულმა, რომელიც გამოცხადდება პოლიციაში, მიიღოს შესაბამისი დახმარება, მაგრამ საზოგადოება თუ არ იქნება ჩვენს გვერდით, თუ ჩვენ ერთად არ გამოვუცხადებთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას ბრძოლას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დანაშაულზე რეაგირება არ იქნება საკმარისი“, - განაცხადა დარახველიძემ.

კვირის ამბები