კულტურა
12.10.2022 14:02
გორის თეატრს გიორგი ალექსიძის სახელობის საბალეტო დასი ეწვევა
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 16 ოქტომბერს, გორის თეატრს გიორგი ალექსიძის სახელობის საბალეტო დასი ეწვევა.
წარმოდგენა 20:00 საათზე გაიმართება და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი - „დოვინ-დოვენ-დოვლი“ იხილოს.

„როგორ უნდა დაწერო მუსიკა მუსიკისთვის?! იმისთვის, იმ ლექსისთვის რომელიც ჟღერს იმდაგვარად, რომ ჩაგესმის მუსიკად

„მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.“
არ ვართ ორიგინალური როდესაც ვამბობთ: - გალაკტიონი ვერ იხდენს მუსიკას. მაგრამ კვირის ბოლოს ერთად ვნახავთ როგორ იცეკვება გალაკტიონი“, - ამბობენ გ. ერისთავის სახელობის თეატრში.
კვირის ამბები