რეგიონი
12.10.2022 13:46
ქართლური ტრადიციული სიმღერის და გალობის ფესტივალი შიდა ქართლში

სოფელ ახალქალაქის ციხე-გალავნის ეზოში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქართლური ტრადიციული სიმღერის და გალობის ფესტივალი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართლური სიმღერის და ტრადიციული გალობის პოპულარიზაციაა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლები - „მოურავი“, „ქართლი“, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გუნდი, გალობის უნივერსიტეტის გუნდი (კასპი); „პატარა კახი“ (თელავი), „რიხი“ (გორი), „ლაგუშედა“ (მესტია) , მგალობელ მომღერალთა გუნდი „ამაღლება“ (ჩოხატაური), ანსამბლები „კიმილია“, „ფერხისა“, „სახიობა“, ჯგუფი „ნანინა“ (თბილისი).

ორგანიზატორების ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა და გორისა და ატენის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ყველა მონაწილეს საპატიო სიგელი გადასცა.

ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარემომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ფესტივალი 2018 წელს დაფუძნდა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ამჟამად გარდაცვლილი) ლოცვა-კურთხევით.

კვირის ამბები