საზოგადოება
12.10.2022 12:23
„ემეგობრე პოლიციას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია გორში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის ფარგლებში, მორიგი ღონისძიება დღეს, 12 ოქტომბერს, გორში გაიმართება 15:00 საათზე.

საზოგადოებრივი ღონისძიება გორში შადრევნის სკვერში გაიმართება.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კამპანიის ფარგლებში, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას.

კვირის ამბები