კულტურა
12.10.2022 12:14
გორის სამხატვრო სკოლა შიდა ქართლში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა შიდა ქართლში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა, დღეს, 12 ოქტომბერს გაიხსნება და დაინტერესებულ პირებს რეგიონში მოღვაწე მხატვრების ფერწერული ტილოების დათვალიერება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

„სამხატვრო სკოლა დღეიდან უმასპინძლებს მხატვართა კავშირის რეგიონალურ გამოფენას. საექსპოზიციო სივრცე 17:00 საათზე გაიხსნება და დამთვალიერებელი შიდა ქართლში მოღვაწე მხატვრების ტილოებს ნახავს. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები