საზოგადოება
12.10.2022 12:04
შიდა ქართლში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს, შიდა ქართლის გუბერნატორი აქციაში ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის ერთობლივი ორგანიზებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, აქცია გორში ხვალ, 13 ოქტომბერს 11:00 საათიდან დაიწყება (მის:. სტალინის ქ. #16) და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მანამდე კი, ქარელში მიმდინარე აქციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

„მსგავსი სახის ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საკითხი ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ა(ა)იპ „სისხლის უანგარო დონორების“ ინფორმაციით, გასულ თვეში 94 დონორის სიკეთემ 70 სიცოცხლე გადაარჩინა.

კვირის ამბები