საზოგადოება
11.10.2022 15:56
14 ოქტომბერი უქმე დღეა
საქართველოში 14 ოქტომბერს მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული) აღინიშნება.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება.
14 ოქტობერი 1991 წლიდან ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული, შესაბამისად, არ მუშაობენ საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
კვირის ამბები