საზოგადოება
11.10.2022 13:20
„დანერგე მომავალი“ - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღება 31 ოქტომბრიდან იწყება

მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. კერძოდ, 31 ოქტომბერს საშემოდგომო განაცხადების მიღება განახლდება პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. Ge.

„თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გსურთ სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსება; სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება.

„დანერგე მომავალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულია პროგრამაა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.
კვირის ამბები