საზოგადოება
10.10.2022 16:57
ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, ეს ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

გორის ცენტრში, შადრევნის სკვერში, ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს.

საფესტივალო ტერიტორიაზე წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი არაერთი მარანი და შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. მოწყობილია კვების სივრცეები, სადაც ადგილობრივი მზარეულები ღონისძიების სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნებას სთავაზობენ.

იმართება პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, ფელამუშის მომზადების მასტერკლასები.

ასევე, რეწვის ოსტატები ფესტივალის სტუმრებს თიხის მასტერკლასს სთავაზობენ.

ფესტივალზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ეს ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გორს კიდევ ერთი ლამაზი დღე შევმატეთ, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, ეს ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გორს კიდევ ერთი ლამაზი დღე შევმატეთ. გვაქვს საშუალება, ვეზიაროთ ღვინის 8000 წლიან ტრადიციას, დავაგემოვნოთ სხვადასხვა კერძი, სხვადასხვა სახის ღვინო, დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი საინტერესო ღონისძიება და მუსიკალური პროგრამა“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კვირის ამბები