ქუთაისში გამართულ მ. დოხტურიშვილის და ზ. შეყილაძის ხსოვნის მე-14 საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის 26 მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრება, რომელიც 7-9 ოქტომბერს გაიმართა, ორ ასაკობრივ კატეგორიაში 2008-2009 წწ. და 2011-2013 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა.
მასშტაბურ ტურნირზე 350-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
2008-2009 წწ. დაბადებულთა შორის პირველი ადგილები დაიკავეს: თემურ თუთარაშვილმა (41 კგ.), დავით პაპუკიშვილმა (52 კგ.), დათო ჭულუხაძემ (57 კგ.), რატი რევაზაშვილმა (62 კგ.), ნიკა მაჭარაშვილმა (38 კგ.), აკაკი მაზმიშვილმა (52 კგ.), გიგა ოთინაშვილმა (57 კგ.),
ტარიელ საათაშვილმა (41 გკ.), გიორგი სიჭინავამ (44 კგ.), გოგა კოპაძემ (44 კგ.), დემეტრე ბერიანიძემ (57 კგ.), იოანე სიხარულიძემ (62 კგ.)
2011-2013 წწ. დაბადებულებს შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა: ანდრია გამხიტაშვილი (23 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (32 კგ.), ზურა დოთიაშვილი (35 კგ.), დატო ტაბატაძე (38 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (42 კგ.), ანდრია დოიჯაშვილი (+42 კგ.)
მათე პაპიტაშვილი (23 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (35 კგ.), ედო მანველიშვილი (42 კგ.),
თომა პაპიტაშვილი (23 კგ.), ლექსო ნოზაძე (29 კგ.), ლაზარე კურმაშვილი (29 კგ.), ნიკა ტარუაშვილი (38 კგ.), ლუკა ქავთარაძე (42 კგ.).