შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სიცილიის საპატიო კონსულს საქართველოში ლეონარდა ამელლასა და იტალიელ სტუმრებს უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გორისა და ატენის მიტორპოლიტი მეუფე ანდრია.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული დიალოგის თემას ორ ქვეყანას შორის თანამეგობრობა, თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
რეგიონის რწმუნებულმა სტუმრებს შიდა ქართლის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ისაუბრა რეგიონისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შიდა ქართლში მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება.
შეხვედრაზე იმსჯელეს სიცილიის ქალაქ მენფის და გორის დამეგობრების პერსპექტივაზეც. ამასთანავე, ისაუბრეს იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რა კუთხითაც შესაძლებელია საერთო პროექტების განხორციელება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ