საზოგადოება
10.10.2022 11:19
უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, გორში, დღის განმავლობაში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა, დილით და დღის მეორე ნახევარში კი მცირე წვიმა. სიპოტიკოსები 13-დან 17 საათამდე გორში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +17 გრადუსს მიაღწევს.

ღამის საათებში წვიმა, დღისით კი ღრუბლიანობა და +16 გრადუსია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 11 ოქტომბერს.

12-13 ოქტომბერს, გორში, უნალექო ამინდი და + 17 გრადუსია მოსალოდნელი.

14 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და მაქსიმალურ +15 გრადუსს მიაღწევს, პერიოდულად იწვიმებს.

15-17 ოქტომბერს კი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის სახით, ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში +15-17 გრადუსს მიაღწევს.

18-19 ოქტომბერს გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს.

კვირის ამბები