9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოში დაგეგმილი ფესტივალი „ღვინის დღეების“ ფარგლებში, დღეს, 10 ოქტომბერს, გორში, შადრევნის სკვერში, ფესტივალი გაიმართება.
საფესტივალო ტერიტორიაზე სამზადისი უკვე დაწყებულია, თუმცა, უამინდობის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება საგამოფენო სივრცეების სრულად მოწყობა.
ღონისძიების მიმდინარეობისას, საფესტივალო ტერიტორიაზე გაეცნობით და დააგემოვნებთ არაერთი სახის ქართულ ღვინოს, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა; ფელამუშის მომზადება.
15:00–18:00 თიხის მასტერკლასები.
15:30–16:00 კოსტიუმირებული მუსიკოსები გუდასტვირებით.
16:00–19:00 ცეკვის მასტერკლასები.
15:00–20:00 ექსკურსიები მარნებში.
15:00–19:00 მუსიკალური პროგრამა - ჯაზური კომპოზიციები და დიჯეი.
15:00–18:00 ინტერაქტიული საექსპოზიციო სივრცე - „უძველესი სასმისები“.
16:30–17:30 შეფ დიმიტრი შარაშიძისა და სომელიე ნიკა ხომასურიძის შოუ - ღვინისა და კერძების შეხამება.
18:00–18:30 ქართული სუფრა და გუდასტვირი.
19:00–20:00 მუსიკალური კომპოზიციები - ინსტრუმენტი - საქსაფონი.
20:00 კონცერტი - თბილისის ბიგბენდი - მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.