სამართალი
09.10.2022 17:37
ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია. შემთხვევა იგოეთის გადასახვევთან მოხდა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ,,მიცუბიში-აირტეკის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მართვა დაკარგა.

ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა - ახალგაზრდა ქალმა და სატრანსპორტო საშუალების 5-მა მგზავრმა, რომელთა შორის ოთხი არასრულწლოვანია.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

კვირის ამბები