კულტურა
07.10.2022 15:20
„როგორ იწერება სიყვარული“ - ხვალ გორის თეატრში საპრემიერო ჩვენება გაიმართება
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, ხვალ მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 8-9 ოქტომბერს, მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე სპექტაკლს - „როგორ იწერება სიყვარული“ იხილავს.

თანამედროვე რეჟისორის ელენე მაცხონაშვილის თოჯინურ სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ტატულაშვილი და მზიკა ტურაშვილი მონაწილეობენ. რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, „როგორ იწერება სიყვარული“ გახლავთ ერთმოქმედებიანი წარმოდგენა, რომლის ფაბულა სასიყვარულო ისტორიაზეა აგებული. სცენიდან ექვსი მსახიობი და ორი თოჯინა - სიყვარულზე, ერთგულებაზე, ლოდინზე, იმედგაცრუებასა და ისევ სიყვარულზე მოგვიყვებიან.
სპექტაკლის მიზნობრივი აუდიტორია 12 + ასაკით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ „როგორ იწერება სიყვარული“ ახალ თეატრალურ სეზონში პირველი სპექტაკლია, რომელსაც გ.ერისთავის სახელობის თეატრი მაყურებელს შესთავაზებს. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები