ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ხორბალსა და ფქვილზე ფასის კლების მსოფლიო ტენდენცია უკვე ასახულია საქართველოში. ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას თქმით, საშუალოდ, 1 ტომარა ფქვილის ფასი 10 ლარით არის შემცირებული.
„ფქვილი გაიაფდა დაახლოებით 10 ლარის ფარგლებში მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე - რუსეთს უხვი მოსავალი აქვს, უკრაინული დერეფანიც მუშაობს. ეს ორი ფაქტორი იყო წინაპირობა. თუ სამი თვის წინ 1 ტონა ხორბალი 400 დოლარზე მეტი ღირდა, ახლა ფასი 320 დოლარამდეა. თუ პირველი ხარისხის ფქვილის 1 ტომრის ფასი 83-85 ლარი იყო, დღეს 72 ლარის ფარგლებშია“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ.