კულტურა
07.10.2022 12:25
დღეს, გორის თეატრს სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, დღეს, 7 ოქტომბერს, გორის თეატრს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა.

გ. ერისთავის სახელობის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენა 19:00 საათზე გაიმართება და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სომხური დასის მიერ ნათამაშები სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ იხილოს.

ცნობისთვის, თანამედროვე რეჟისორმა არმენ ბაინდურიანმა ზემოხსენებული წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგა.
კვირის ამბები