14.01.2020 11:56
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარს, საქართველო ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ჰერალდიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ქვეყანაში, აღნიშნული თარიღი საზეიმოდ - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშის გადმოფენის ცერემონიებით აღინიშნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან ეროვნული დროშა სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ჩოხოსნებმა აღმართეს. ცერემონიალს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სხვა საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
„დღეს, საქართველოს ეროვნული დროშის დღეა. ქართული დროშა ყველა ჩვენგანის საკუთრებაა, ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლიკაა, ჩვენი წარსულისა და მომავლის განსახიერება. გილოცავთ! ქვეყნის ძლიერებას, გამთლიანებას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას, დაახლოებით, შვიდასწლიანი ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში შედგენილ ევროპულ რუკებზე, საქართველოს სწორედ ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ