სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ასევე იმსჯელეს რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებების - ტურიზმის, განათლების და გარემოსდაცვითი საკითხების ირგვლივ, ყურადღება გაამახვილეს მიუსაფარი ცხოველების საკითხის ეფექტურ მოგვარებაზეც.
სამხარეო ადმინისტრაციაში შეკრებილმა რეგიონის პირველმა პირებმა შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებასა და აღნიშნული საკითხების დროული მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.