საზოგადოება
06.10.2022 16:12
ქვახვრელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, 881 მეტრი სიგრძის გზის საფარის კეთილმოწყობასთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

შესრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.

„სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ მათი თხოვნით განხორციელდა“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

კვირის ამბები