საქართველოს რეგიონებში ყურძნის მოსავალს სხვადასხვა დროს იღებენ. კახეთში რთველი თითქმის დასრულდა და ამჟამად ყურძნის მოსავლის ასაღებად შიდა ქართლსა და რაჭაში ემზადებიან.
როგორც ,,გორის მაცნეს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა, გორის მუნიციპალიტეტში რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება.
მამუკა ლომსაძის ინფორმაციით, გორელი ფერმერები საკმაოდ კარგ მოსავალს ელიან, რთველის დასაწყებად კი კონკრეტულ პერიოდს ინდივიდუალურად არჩევენ ყურძნის სიმწიფის ფაზების მიხედვით, პირველ ეტაპზე კი, ტრადიციულად, გორის მუნიციპალიტეტში რთველი ატენსა და ქვეშში იწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ