გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის.
6 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +21 გრადუსს მიაღწევს, საღამოს საათებში, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელია წვიმა.
7-8 ოქტომბერს გორში უნალექო ამინდი და პერიოდულად ღუბლიანობაა ნავარაუდევი. 7 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +24 გრადუსს, 8 ოქტომბერს კი +22 გრადუსს მიაღწევს.
9, 10 და 11 ოაქტომბერს კი, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოასალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, აღნიშნულ დღეებში ტემპერატურა დღის საათებში +20, 19 და 16 გრადუსს მიაღწევს.
11-15 ოქტომბერს გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერი კი +18-20 გრადუსამდე გათბება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ