საზოგადოება
06.10.2022 10:50
გორის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო.

საგანმანათლებლო პროექტი 2023 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება და  მოსწავლეებისთვის სასწავლო ტრენინგ - კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. 

„პროგრამის მიზანია,  როგორც საჯარო სკოლების თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდების ინდივიდუალური გაძლიერება და განვითარება. აქტივობებს, რომლებიც ყოველ შაბათს 12:00 - დან 14:00 საათამდე გაგრძელდება, გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ტრენინგებს  კვალიფიციური სპეციალისტები გაუძღვებიან. რაც შეეხება პროგრამის მონაწილეებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები 14 წლიდან არიან ჩართულები. მსურველებს, აქტივობებში ჩართვა პროგრამის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ“, - ამბობენ გორის მერიაში.

კვირის ამბები