გორის მუნიციპალიტეტის მერია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით შშმ ბავშვებისთვის სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელიც მერიის „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მერია აფინანსებს ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომლებშიც აქტიურადაა ჩართული გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 პირი.
„სარეაბილიტაციო პროგრამების მიზანი ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა,“ - აცხადებენ უწყებაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროგრამების გარდა, უწყება ცენტრის ბენეფიციარებს ტიხრული მინანქრისა და პარაოლიმპიური სპორტის სახეობის „ბოჩას“ შემსწავლელ კურსებსაც აფინანსებს.
აღნიშნული აქტივობები გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული და სპორტული პროექტების თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში მიმდინარეობს.