2022 წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტს 198 032 ვიზიტორი ეწვია, მათგან 160 784 - უცხოელი ტურისტი
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 32 826 ვიზიტორი ეწვია.
რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ჯამში, გასული 9 თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 198 032 დამთვალიერებელი სტუმრობდა, აქედან 160 784 - უცხოელი.
„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალი - 4457, მარტი - 6 674, აპრილში - 12 765, მაისში - 30 693, ივნისში -37 582, ივლისში - 36 600 აგვისტოში კი 31 467 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 37 248 პირი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.