გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა, - აღნიშნულის შესახებ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც ზემოხსენებული კომისიის 25-ე სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ