საზოგადოება
05.10.2022 11:01
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის, მიზნად კი, მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.

განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის პოპულარიზაციის შედეგად, დღესდღეობით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 5 ოქტომბერს პედაგოგების პროფესიული დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.

 

კვირის ამბები