საზოგადოება
05.10.2022 10:53
საგრანტო კონკურსი სოფლის საჯარო სკოლებისთვის
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსი ითვალისწინებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის ორი პროექტის დაფინანსებას. მათი მიზანი კი სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესებაა.

„პირველ ეტაპზე - 1 ნოემბრამდე სკოლამ პროექტი ას სიტყვაში უნდა წარმოადგინოს, 1 დეკემბერს ჟიური მეორე ეტაზე გადასულ 20 კანდიდატს გამოავლენს, აპლიკანტებმა 200 სიტყვაში უნდა აღწერონ გრანტის საჭიროება ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით. 25 დეკემბერს კი ორი გამარჯვებული სკოლა დასახელდება,“ - აცხადებენ ფონდში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის შედგენაში, სასწავლო ნაწილთან ერთად, აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები.

თითოეულ გამარჯვებულ სკოლას ფონდისგან გრანტის სახით 8 ათასი ლარი გადაეცემა.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ ფონდის ადმინისტრაციას ელფოსტაზე: Info@bekaiafund.org
კვირის ამბები