საზოგადოება
04.10.2022 16:30
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიება ხვალ, 5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის, მიზნად კი, მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

კვირის ამბები