სპორტი
04.10.2022 15:39
გორელი მოჭიდავე ზვიად ბაზანდარაშვილი აზიურ ჭიდაობაში ვიცე-ჩემპიონი გახდა
გორელი მოჭიდავე ზვიად ბაზანდარაშვილი (80 კგ.) თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე - აზიურ ჭიდაობაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ფინალამდე მან 3 შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ბაზანდარაშვილი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და სპორტული კარიერის მანძილზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე როგორც ძიუდოში, ისე ქართულ ჭიდაობაში.

სპორტსმენმა ქართული ჭიდაობის მოყვარულებს ნახერხმოყრილ არენაზე სანახაობრივი შეხვედრებით და ეფექტური გდებებით დაამახსოვრა თავი.
კვირის ამბები