სპორტი
04.10.2022 14:14
გორის მერიის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „დილა“ საქართველოს ჩემპიონია
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „დილა“ საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

ფინალური შეხვედრა, რომელშიც „დილა“ ზუგდიდის „ოდიშს“ დაუპირისპირდა, გორში გაიმართა.

დასკვნით მატჩში მასპინძლებმა სტუმრები დამაჯერებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.
კვირის ამბები