გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან უფასო WI-FI ამოქმედდა. სიახლით სარგებლობა ქალაქში ნებისმიერი მარშუტით მოძრავი ავტობუსის მგზავრს უკვე შეუძლია.
ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის მასშტაბით 30 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს და 07:00 საათიდან 20:00 საათამდე ემსახურება მოსახლეობას.
შეგახსენებთ, გორში, მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის 8 თებერვლიდან მოძრაობს. თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.