კულტურა
04.10.2022 13:03
„როგორ იწერება სიყვარული“ - გორის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 8-9 ოქტომბერს, მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე სპექტაკლს - „როგორ იწერება სიყვარული“ იხილავს.

თანამედროვე რეჟისორის ელენე მაცხონაშვილის თოჯინურ სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ტატულაშვილი და მზიკა ტურაშვილი მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ „როგორ იწერება სიყვარული“ ახალ თეატრალურ სეზონში პირველი სპექტაკლია, რომელსაც გ.ერისთავის სახელობის თეატრი მაყურებელს შესთავაზებს. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები