საზოგადოება
04.10.2022 12:17
სოფლის მეურნეობის კუთხით სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

„შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, „შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა“ და ა. შ. - საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ბიუჯეტი მომავალი წლიდან იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას; მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას; United Nations Development Programme - UNDP-ის მხარდაჭერით, დაიწყება ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ევროპული დაფინანსების პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.

აღნიშნული უწყების განმარტებით, 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ. ლარით იზრდება და გაიზრდება სახელმწიფო პროგრამებიც. ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით იზრდება და გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა და ახალი ვიზიტორების მოზიდვა; ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება.

კვირის ამბები