კულტურა
13.01.2020 12:52
გორის მერიის საშობაო საჩუქარი პატარებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და გამყოფ ხაზთან მცხოვრები 500 ბავშვი თეატრში საშობაო სპექტაკლზე დაპატიჟა.
პატარებმა,  ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით დადგმული წარმოდგენა -„საშობაო სიმღერა“ იხილეს. სპექტაკლში, შობის დღესასწაულის იდუმალებით მოცულ ღამეს ბებერი, გულქვა და ძუნწი კრედიტორი ებენეზერ სკრუჯი გულკეთილ და მოსიყვარულე ადამიანად გადაიქცევა და ღარიბებს დაეხმარება.
წარმოდგენის შემდეგ, პატარებმა, თოვლის ბაბუისგან საჩუქრები მიიღეს და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან ფოტოსესიაც გამართეს.
საშობაო საჩუქარი ბავშვებს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გ. ერისთავის თეატრის დირექციასთან თანამშრომლობით შესთავაზა, რისთვისაც ,„კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან“ 6000 ლარი გაიხარჯა.

კვირის ამბები