საქართველოს მასშტაბით, 9-დან 15 აქტომბრამდე დაგეგმილი ღვინის ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, 10 ოქტომბერს, გორის ცენტრში, შადრევნის სკვერში, მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.
საფესტივალო ტერიტორიებზე გაეცნობით და დააგემოვნებთ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებით 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ღონისძიების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა; ფელამუშის მომზადება.
15:00–18:00 თიხის მასტერკლასები.
15:30–16:00 კოსტიუმირებული მუსიკოსები გუდასტვირებით.
16:00–19:00 ცეკვის მასტერკლასები.
15:00–20:00 ექსკურსიები მარნებში.
15:00–19:00 მუსიკალური პროგრამა - ჯაზური კომპოზიციები და დიჯეი.
15:00–18:00 ინტერაქტიული საექსპოზიციო სივრცე - „უძველესი სასმისები“.
16:30–17:30 შეფ დიმიტრი შარაშიძისა და სომელიე ნიკა ხომასურიძის შოუ - ღვინისა და კერძების შეხამება.
18:00–18:30 ქართული სუფრა და გუდასტვირი.
19:00–20:00 მუსიკალური კომპოზიციები - ინსტრუმენტი - საქსაფონი.
20:00 კონცერტი - თბილისის ბიგბენდი - მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.