არცერთი წინააღმდეგი ხმა - რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაამტკიცა ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის შესახებ.
პუტინის კანონპროექტი და საკონსტიტუციო ცვლილებები ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების რუსეთში გაერთიანებას ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ე.წ. ლიდერებმა ხელი მოაწერეს აღნიშნული ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ