საზოგადოება
03.10.2022 18:40
სახელფასო დანამატს, რომელიც პანდემიის პერიოდში ექთნებს და ექიმებს უნდა აეღოთ, სახელმწიფო აუცილებლად გადაახდევინებს კლინიკებს - ჯანდაცვის მინისტრი

მიდის განხილვები, გაანგარიშებების გადახედვა, რამდენად მიზანმიმართულად ხდებოდა ხარჯვა და თუ დადასტურდება კლინიკების ბრალეულობა დაბიუჯეტში უკან ექნებათ თანხები დასაბრუნებელი, ეს თანხები აუცილებლად დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებითვე, სახელფასო დანამატს, რომელიც პანდემიის პერიოდში ექთნებს და ექიმებს უნდა აეღოთ, სახელმწიფო აუცილებლად გადაახდევინებს კლინიკებს.

„3 მიმართულებით ვმუშაობდით კოვიდთან დაკავშირებით, ერთი იყო დანამატი, რომელიც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფომ გადაუხადა და კლინიკების გავლით უნდა აეღოთ, იყო მნიშვნელოვანი პრობლემები და ამჟამად მინიმუმამდეა შემცირებული.ზოგთან, სამწუხაროდ, სასამართლო დავებშიც შევედით მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო და ამ თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ იმ ექთნებისთვის და ექიმებისთვის, ვისაც ეს უნდა მიეღო.

მეორე მიმართულება იყო ინფექციის კონტროლის კუთხით, და თანხების მიზანმიმართულად ხარჯვა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა მიდის განხილვები და იმ კონკრეტული გაანგარიშებების გადახედვა, რამდენად სწორად იყო თუ არ იყო. ჩვენი შეხედულებით, არასწორად იყო. საბოლოოდ, თუ დადასტურდება მათი ბრალეულობა დაბიუჯეტში უკან ექნებათ თანხები დასაბრუნებელი, მერწმუნეთ, ეს თანხები აუცილებლად დაბრუნდება”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კვირის ამბები